ისტორია


EFES  საქართველო - სააქციო საზოგადოება ლომისი


სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება.


ლუდსახარში ნატახტარი

მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ თი-ბი-სი ბანკისა და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.
2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, "ეფესის ლუდსახარშების ჯგუფი" (Efes Breweries International - EBI), მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. EBI მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქიდან გამომდინარე მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.

პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ჰიგიენური უსაფრთხოების სრული გარანტია უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაა.

პროდუქციის ხარისხს კი უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის დახვეწილი ოსტატობა უზრუნველყოფს.

ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 55% წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 
ექვს ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, მთიელი, კაიზერი, ეფესი (იმპორტირებული) და მილერი (იმპორტირებული)), ორ ქვებრენდს (ნატახტარი კასრის და ნატახტარი ექსტრა) და შვიდი დასახელების ლიმონათს


2008 წლიდან კომპანია "ნატახტარი” გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი.
2010 წლიდან კი, კომპანიამ „ნატახტარი” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გენერალური სპონსორობის თაობაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან.
2010 წელს ლუდსახარშ „ნატახტარში“ გერმანული წარმოების KRONES-ის ჩამომსხმელი ხაზი დამონტაჟდა.
2011 წელს „ნატახტარის“ საწარმოში გერმანული ფირმის ZEMANN სახარში დანადგარები დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა.
2012 წელს გაგრძელდა კონტრაქტი სპონსორობის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირთან.