თბილისში ლუდი „კოზელის“ პირველი კონცეპტუალური რესტორანი „კოზლოვნა“ გაიხსნა

22.06.16

Image

თბილისში, კოსტავას 46/50-ში ლუდი „კოზელის“ პირველი კონცეპტუალური რესტორანი „კოზლოვნას“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ასევე ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

„კოზლოვნაში“ მოწვეულ სტუმრები გაეცნენ და დააგემოვნეს ჩეხური სამზარეულო და კულტურა, სადაც კერძების მომზადება მხოლოდ ჩეხური რეცეპტურითა და ტექნოლოგიით ხდება. სპეციალურად მათთვის ჩეხმა ლუდის ტექნოლოგმა ჩამოასხა შერეული შავი და თეთრი ლუდი და გაუმასპინძლდა ლუდის მოყვარულებს. პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ქართული მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.