გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

11.07.16

Image

ნატახტარის ქრონიკები და გოჩას ერთთვიანი ჩართვები დასასრუდა. 10 ივლისს, პარიზში, ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. საფრანგეთის გულშემატკივრების ზღვა იყო სტადიონზეც, ქუჩებშიც, ფანზონაშიც და კაფეებშიც. ადამიანების უმრავლესობის მოლოდინი არ გამართლდა და მათ გასაკვირად ჩემპიონები პორტუგალიელები გახდნენ. ამას არავინ ელოდა, თან მაშინ, როდესაც მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და პორტუგალიის კაპიტანმა რონალდომ სერიოზული ტრავმა მიიღო და ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება საოცნებო ფინალში. თითქოს პორტუგალიელების გულშემატკივრებისთვის ყველანაირი იმედიც გადაიწურა და საფრანგეთის გულშემატკივრებს უფრო მეტი იმედი მიეცათ, რომ სწორედ ისინი იზეიმებდნენ გამარჯვებას საკუთარ ქვეყანაში. მათდა სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად დამთავრდა. დამატებულ წუთებში, პორტუგალიამ შეძლო გადამწყვეტი გოლის გატანა, რასაც საპასუხო გოლი საფრანგეთისგან არ მოჰყვა.

ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მოხდა სენსაცია და პორტუგალიის ნაკრები გახდა ევროპის ჩემპიონი. მაყურებელმა გოჩას ჩართვების დროს იხილა გასაოცარი კადრები სტადიონიდან. სწორედ მაშინ, როდესაც პორტუგალიელები გოლის გატანას ზეიმობდნენ.